ახალი ამბები

“მე არ მიმიცია დაპირება, რომ დიდი ჰესები არ აშენდება”

17 ოქტომბერი, 2013 • • 1490
“მე არ მიმიცია დაპირება, რომ დიდი ჰესები არ აშენდება”

ივანიშვილის თქმით, ხუდონჰესის შესახებ კვლევები კვალიფიციური და სერიოზული კომპანიების მიერ არის ჩატარებული. 

“და მე გარწმუნებთ, ხიფათს არ უქადის ის, გარდა იმისა, რასაც ვაღიარებთ, რომ დაიფარება და დაიფარება სოფელი ხაიში. კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქართველოს მოსახლეობას, რომ შვეიცარია, რომელიც ბუნებას უფრთხილდება განსაკუთრებით, ნორვეგია და ა.შ. განვითარებული ქვეყნების 10- ჯერ მეტი ტერიტორია არის დაფარული წყლით ჰესებისთვის.”


პრემიერის თქმით, ბუნებისთვის ზიანის მიყენების გარდა, ამ ჰესის მშენებლობის უკან კონკრეტული ოჯახები არიან, და მათ გამო, როგორც ივანიშვილი ამბობს, ძალიან წუხს.


“ყოველ ჩემს გამოსვლაში გულწრფელად ვუთანაგრძნობ და განვიცდი, ძალიან მძიმეა, როდესაც წლების განმავლობაში ცხოვრობ და იძულებით გთხოვენ, რომ უნდა გახვიდე.”


პრემიერის თქმით, მან იცის, თუ ვინ და როგორ ახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე გავლენას. 


“ვითომ ბუნებას იცავდნენ და ელემენტარულ გრანტებზე დამსხდარი ხალხი ცდილობს სიტუაცია არიონ.”


“მე პირადად მზაობა მაქვს ამის, რომ რამდენჯერმე ჩავიდე იქ. აუცილებლად რწმუნებულებთან დარწმუნებით მოხდება, იმიტომ, რომ ეს მათ ქვეყანას სჭრიდება. ზედმეტ დრამატიზებას ნუ მოვახდენთ. რამეთუ ჩვენ ეკომიგრანტები სვანებიც გვყავს. უკეთესი სახლების აშენებაც შეიძლება, ეკლესიის გადატანაც შეიძლება, ყველაფერი შეიძლება. ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ, რომ ნუ დავჯდებით წუთიერ გამორჩენაზე. მე ვიცი, დასაბამიდან, პოლიტიკოსები იყვნენ, ესენი თუ GNO-ები, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან უყურებენ ყველაფერს. ყველაზე იოლია ახლა ვთქვათ, ჩვენ ბუნებას ვიცავთ და დავიწერთ ქულებს, კახი კალაძეც გამოვა და დაიწერს ქულებს, ჩვენ ბუნებას ვუფრთხილდებით, არ გვინდა ჰესი და ა.შ. ეს პოლიტიკანობაა. ვერ წავალთ ესე წინ, ჩვენი ბუნებრივი რესურსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ეს სჭრიდება ჩვენს წინსვლას, განვითარებას.”

როგორც პრემიერი ამბობს, ამ საკითხზე მას შეხვედრა პატრიარქთანაც ჰქონდა.

“ერთი- ორი საათი საუბარი გვქონდა მე და მის უწმინდესობას. ისევ აწუხებენ პატრიარქსაც ხუდონჰესით და ღვთისხეობით. ორივე კარგი მაგალითია. ბობოქრობს ერთი ჯგუფი, რომელმაც გრანტი მიიღო რაღაცაზე და უნდა ამის შენარჩუნება. ააწიოკა მთელი საქართველო. იქ თურმე წყალი აკლდება, ხაიში კი იფარება. ნუ, რა ვქნათ ეხლა, გზაც რომ გადის, იქაც ზარალდება ბუნება. მე ბიზნეს-ცენტრს რომ ვაშენებდი, იქ ამოვიდა ერთი მოსახლე და სრულიად დასაბუთებულად მითხრა, რომ მე იქ ჰაერს ვეღარ მივიღებ და შეაჩერე მშენებლობაო.”

მასალების გადაბეჭდვის წესი