ახალი ამბები

ქორეპისკოპოსი იაკობი: ძალიან მოდური გახდა ეკლესიის წინააღმდეგ გამოსვლები

6 ოქტომბერი, 2013 • • 1444
ქორეპისკოპოსი იაკობი: ძალიან მოდური გახდა ეკლესიის წინააღმდეგ გამოსვლები

“ბოლო წლებში ძალიან მოდური გახდა ეკლესიის წინააღმდეგ გამოსვლები და გალაშქრება. ძალიან ხშირად, როცა ტელევიზორს ჩავრთავთ სხვადასხვა არხზე, სახელი და გვარი წერია ადამიანის და ქვმოთ წერია თეოლოგი. ამ სიტყვის გაუბრალოება არ შეიძლება. თეოლოგი, ანუ ღვთისმეტყველი, ეკლესიის  ისტორიის მანძილზე მართლმადიდებლობაში სამი იყო. ეს ამდენი ახალი ღვთისმეტყველი, ხომ უნდა დაფიქრდეთ, საიდან მოვიდნენ. როდესაც ადამიანი მიდის უცხოეთში, იქ ასწავლიან და აბრუნებენ შემდეგ და მხოლოდ ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვის”.– განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა. 

 

მისივე თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ კამპანია დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგარამ ქორეპისკოპოსის განცხადებით, აღნიშნული კამპანია ეკლესიისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს:

 

 “განა იმის გვეშიანია, რა დაიწერება, ტელევიზიით რომ გამოვლენ. ბოლოს და ბოლოს, იმ დაწერილს თავის მკითხველი ეყოლება, ტელევიზიით გავა და იმას თავისი მნახველი ეყოლება. ყველა თავის აზრს გამოიტანს, ეს არ არის საშიში. უბრალოდ, ისევ მათ ვუფრთხილდები,  ვინც ძალუმად ებრძვის ეკლესიას. ეს კამპანია რამდენი ხანია უკვე ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ყველამ ვიცით იმათი გვარები, ვისაც ასეთი მწერლობა ეხერხება, ისიც კარგად ვიცით, საიდან ფინანსდებიან და მათი ქართველი პატრონები ვინც არიან. ვთხოვდი მათ, ვინც ასეა ეკლესიაზე გადაკიდებული, ჯერ თავიანთ თავებს მიხედონ, თუ რა გაუკეთებიათ ან რის გაკეთებას აპირებენ, და თუ გვინდა ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, ერთობა უნდა გვქონდეს და არა კინკლაობა ერთმანეთში. თორემ არ არის ის ძალა ისინი, გინდ მწერლები და გინდ მათი პატრონები, ვინმესთის საშიშროებას წარმოადგენდნენ”– განაცხადა მან. 

 

პატრიარქის ქორეპისკოპოსს  არ დაუკონკრეტებია, რომელ გადაცემას, ტელევიზიას და გამოცემას გულისხმობდა. 



მასალების გადაბეჭდვის წესი