ახალი ამბები

ტექნიკური გაუმართაობის გამო “პეგასუსის” ლაინერი თბილისის აეროპორტიდან ვერ გაფრინდა

29 სექტემბერი, 2013 • • 1310
ტექნიკური გაუმართაობის გამო “პეგასუსის” ლაინერი თბილისის  აეროპორტიდან ვერ გაფრინდა

კომპანიის წარმომადგენლის, ლევან ელიზბარაშვილის განცხადებით, დაინიშნა დამატებითი რეისი, რომელიც 30 სექტემბერს, დილის 3 საათსა და 30 წუთზე შესრულდება: 

 

“4 საათსა და 40 წუთზე იყო დაგეგმილი რეისი, დღეს გამთენისას, 29 სექტემბერს. ტექნიკური გაუმართაობის გამო რეისი ვერ შესრულდა და მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე რეისი გაუქმდა. დაინიშნა ახალი რეისი,  რომელიც გამთენისას, 3 საათზე სპეციალურად ამ ხალხისთვის შესრულდება  და ეს მგზავრები გადაყვანილი იქნებიან მათ მიერ არჩეულ მიმართულებებზე”- განაცხადა ლევან ელიზბარაშვილმა, ავიაკომპანია “პეგასუს ეარლაინსის” გენერალური სავაჭრო წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა. 

 

ბორტზე მყოფი მგზავრების განცხადებით, პილოტმა 2-ჯერ სცადა აფრენა, თუმცა უშედეგოდ, მოგვიანებით კი მგზავრებს ბორტის დატოვება მოსთხოვეს:

 

” ბორტზე აგვიყვანეს, დაიძრა თვითმფრინავი, შემდეგ გაჩერდა. ვიდექით 40 წუთი, ამის შემდეგ გვითხრეს, რომ ტექნიური გაუმართაობაა, მერე გვითხრეს, რომ ბენზინს ასხამდნენ, რასაც 2 საათი დასჭირდა, 04:40-ზე უნდა გავფრენილიყავით და 06:40-ზე ისევ ბორტზე ვიყავით”- განაცხადა ერთ- ერთმა მგზავრმა. 

 

კომპანიის განცხადებით, რეისი 23 საათის დაგვინებით, 30 სექტემბერს, 03:30 წუთზე შესრულდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი