ახალი ამბები

წულუკიანი: მივიღეთ რეკომენდაციები იმათთვის, ვინც ერთხელ ნათქვამი ვერ გაიგო

23 სექტემბერი, 2013 • 1228
წულუკიანი: მივიღეთ რეკომენდაციები იმათთვის, ვინც ერთხელ ნათქვამი ვერ გაიგო

“ჩვენ მივიღეთ დღეს რეკომენდაცია იმათთვის, ვინც ერთხელ ნათქვამი ვერ გაიგო. ეს ეხებათ იმ რაიონებს სადაც მიუხედავად ჩვენი რეკომენდაციისა გრძელდება საკადრო გადაადგილებები და გრძელდება იმპიჩმენტის პროცედურები. მე დღეს პირდაპირ ვთხოვე “ნაციონალურ მოძრაობას” დახმარება იმაში, რომ იმ რაიონებში, სადაც თვითონ ნაციონალური პარტიის წარმომადგენლებს შორის ხდება ურთიერთობების გარჩევა და მოგვარება და ეს იღებს საბოლოოდ იმპიჩმენტის ხასიათს, ეს პროცესი სასწრაფოდ შეაჩერონ და არ განმეორდეს რაიმე მსგავსი ამ წინასაარჩევნო პროცესში, რადგან ჩვენ ერთხელ გასაგებად ვთქვით კომისიამ, რომ ეს ზიანს აყენებს ყველა კანდიდატს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, დღეს კომისიამ შეიმუშავა ჩარჩო ინსტრუქციები და ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვათ, რომ  ეს ინსტრუქციები აქციონ თავიანთ ოფიციალურ ინსტრუქციებად, ხოლო იმის შესახებ ინფორმაცია, თუ როგორ შეასრულებენ ადგილობრივი საჯარო მოხელეები ამ ინსტრუქციებს კომისიას ხანგამოშვებით მიაწოდონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი