ახალი ამბები

მარგველაშვილის პროგრამის პრეზენტაციაზე ძმები გაჩეჩილაძეები მივიდნენ

19 სექტემბერი, 2013 • • 1011
მარგველაშვილის პროგრამის პრეზენტაციაზე ძმები გაჩეჩილაძეები მივიდნენ

გიორგი მარველაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციეზე სპორტის სასახლეში მივიდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამინები. პრეზენტაციაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები ნოდარ ხადური, სოზარ სუბარი და ირაკლი ღარიბაშვილი მივიდნენ. ღონისძიებას ესწრებიან ძმები, გიორგი და ლევან გაჩეჩილაძეები. 

 

პრეზენტაციას ესწრებიან მსახიობები კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი და რეჟისორი რეზო ჩხეიძე. 

 

ამ წუთებში სპორტის სასახლეში ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან ერთად მივიდა.   

მასალების გადაბეჭდვის წესი