ახალი ამბები

სააკაშვილმა თურქეთში ეთნიკურ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი აქტები გადასცა

18 სექტემბერი, 2013 • 1423
სააკაშვილმა თურქეთში ეთნიკურ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი აქტები გადასცა

ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თურქეთში, სამსუნის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებთან შეხვედრის დროს გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი ქართულ სოფლებს ჩათაქსა და ქაბაგდაღს ესტუმრა, სადაც იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს პირადად გადასცა საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ხელმოწერილი აქტები.

 

„ჩვენმა დამპყრობელმა, რუსეთმა ბევრი თქვენგანი გაასახლა მშობლიური მიწიდან, რათა საქართველოს დავიწყებოდით თქვენ და თქვენ დაგვიწყებოდათ თქვენი მემლექეთი – საქართველო. მაგრამ ეს არ მოხდა – ისეთი ძლიერია ჩვენი გენი, ენა და კულტურა, რომ რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს, ქართველებად ვრჩებით!

 

ჩემი პრეზიდენტობის ვადა სრულდება, მაგრამ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას არ ვწყვეტ და დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად გავაგრძელებთ საქართველოს წინსვლას… თქვენ ხართ ქართველები და თქვენთან ერთად საქართველო არის ძალიან დიდი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რამდენიმე დღის წინ თურქეთის 936 მოქალაქეს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

მიხეილ სააკაშვილი თურქეთში ეთნიკურ ქართველებთან შეხვედრის დროს
მიხეილ სააკაშვილი თურქეთში ეთნიკურ ქართველებთან შეხვედრის დროს

მასალების გადაბეჭდვის წესი