ახალი ამბები

შსს: რამდემიმე წუთში გახდება ცნობილი, თუ რა ხდება თბილისის აეროპორტში

12 სექტემბერი, 2013 • • 1200
შსს: რამდემიმე წუთში გახდება ცნობილი, თუ რა ხდება თბილისის აეროპორტში

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მიახლოების საშუალებას არავის აძლევენ.

მგზავრების ინფორმაციით, ადგილზე მათ განუმარტეს, რომ აეროპორტი ევაკუირებულია და, სავარაუდოდ, ამაღამ ფრენები არ განხორციელდება.

 

“ნეტგაზეთს” შს სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს, რომ არკვევენ, თუ რა ხდება თბილისის აეროპორტში და ინფორმაციას მხოლოდ ამის შემდეგ გაავრცელებენ.  

 

“ნეტგაზეთმა” ინფორმაციის გადამოწმება თბილისის ეროპორტში სცადა, თუმცა სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი