ახალი ამბები

სერგეენკო: საკეისროს აკრძალვა სამედიცინო ლოგიკას ეწინააღმდეგება

12 სექტემბერი, 2013 • 1564
სერგეენკო: საკეისროს აკრძალვა სამედიცინო ლოგიკას ეწინააღმდეგება

“რადიკალური ნაბიჯები არ მოიაზრება, სამედიცინო ლოგიკას ეწინააღმდეგება, რომ საკეისრო ავკრძალოთ. მას თავისი ჩვენება აქვს და ამ ჩვენებით შესრულდება. საკეისრო კვეთის ჩვენებებთან დაკავშრებით პროტოკოლები დაურიგდათ სამშობიარო კლინიკების წარმომადგენლებს, ორსულს ძალიან დეტლურად უნდა აეხსნას მოსალოდნელი რისკები და შედეგები, რომელიც საკეისრო კვეთას მოჰყვება,”- აცხადებს სერგეენკო.

 

საქართველოში საკეისროს თანაფარდობა (38%) საერთო მშობიარობების მაჩვენებლებში სულ მცირე 2- ჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 40% და 50% -ზე მეტი საკეისრო კვეთა ფიქსირდება, თუმცა, სამინისტროს ინფორმაციითვე, არსებობს სამშობიაროების ჩამონათვალი, სადაც ეს მაჩვენებელი 70% -ს აღემატება. 

 

შესაბამისად, სამინისტრომ საკეისირო კვეთის მაჩვენებლების შემცირების მიზნით შეიმუშავა “საკეისრო კვეთის” პროტოკოლი, რომლის მიზანია საკეისრო კვეთის მართვის ხარისხის გაუმჯობესება. 

 

“საკეისროების რიცხვმა კატასტროფულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვართ. პაციენტმა უნდა იცოდეს მოსალოდნელი გართულებების შესახებ, რომელიც თან ახლავს ამ ოპერაციას და დედის ან ნაყოფის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. 7-35%- მდე იზრდება გართულებები საკეისროს შემთხვევაში,”- ამბობს დავით გაგუა, გაგუას სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი. 


აღნიშნული პროტოკოლი UNICEF-ის , USAID-ის, SHEBA-ს და JSI-ის ფინანსური მხარდაჭერით ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს წამყვანი მეან -გინეკოლოგების ავტორობით მოამზადა. ის მიმდინარე თვეში დამტკიცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი