ახალი ამბები

ზეწოლაში დადანაშაულებული ციბაძე GPB-ში თანამდებობას ინარჩუნებს

10 სექტემბერი, 2013 • • 1360
ზეწოლაში დადანაშაულებული ციბაძე GPB-ში თანამდებობას ინარჩუნებს

ემზარ გოგუაძის განცხადებით, ირაკლი ციბაძე კონტრდაზვერვის თანამშრომელი იყო და ტელევიზიაში ხელისუფლებამ ტელევიზიის გასაკონტროლებლად შეუშვა. მისივე განცხადებით, ციბაძემ დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის გადაყენებამდე მას შესთავაზა პოზიციის შეცვლა და სანაცვლოდ სხვადასხვა სახის პრივილეგიებს დაპირდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ირაკლი ციბაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში არ მუშაობს და არც მუშაობდა.

 

ემზარ გოგუაძის განცხადებით, ირაკლი ციბაძის გათავისუფლების უფლებამოსილება მხოლოდ მაუწყებლის დირექტორს აქვს.

 

“მე როგორც ვიცი, ის თავისი საქმის პროფესიონალია. ამ ბრალდებებს როგორ გავიზიარებ, თუ არ დაუმტკიცდა? მის გათავისუფლებას არ ვაპირებ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ტყემალაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი