ახალი ამბები

პენსია და სხვა სოციალური გასაცემელი გაიზარდა

3 სექტემბერი, 2013 • 3857
პენსია და სხვა სოციალური გასაცემელი გაიზარდა

კერძოდ, მინიმალური პენსია 150 ლარი გახდა. ასაკის პენსიონერთათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა. პენსიის მატება 681 392 პენსიონერს შეეხო.

 

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (ძველი კლასიფიკაციით, პირველი ჯგუფის ინვალიდები) პენსია 125 ლარიდან 150 ლარამდე იზრდება. პენსიის მატება 21 892 პირს შეეხება.

 

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების პირთა (ძველი კლასიფიკაციით, მეორე ჯგუფის ინვალიდები) პენსია 70 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება. მატება შეეხება 72 200 პირს.

 

შშმ ბავშვები, ასევე, ბავშვობიდან შშმ პირების პენსია 70 ლარიდან იზრდება 100 ლარამდე. მატება შეეხება 12 921 პირს.

 

დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო

მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრების სოციალური პაკეტი 55 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე. მატება შეეხება 26 700 პირს.

 

პოლიტრეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის სოციალური პაკეტი 62 ლარიდან იზრდება 107 ლარამდე. მატება 1350 პირს შეეხება.

 

სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია 272 ლარიდან გაიზრდება 292 ლარამდე. მატება შეეხება 17 121 პირს.

 

საერთო ჯამში, მატება შეეხო 1 272 250 პირს.

 

დავით სერგეენკოს განცხადებით, 2012 წლის სექტემბრის მდგომარეობით სოციალური გასაცემლების თანხა ყოველთვიურად შეადგენდა 110 922 825 ლარს. 2013 წლის სექტემბრიდან აღნიშნული გასაცემლების თანხა ყოველთვიურად შეადგენს დაახლოებით 145 529 303 ლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი