ახალი ამბები

იმამის მოადგილე: ჭელას მუსლიმი მოსახლეობა მინარეთის დროებით დასაწყოებაზე თანახმაა

29 აგვისტო, 2013 • • 1223
იმამის მოადგილე: ჭელას მუსლიმი მოსახლეობა მინარეთის დროებით დასაწყოებაზე თანახმაა

 

იმამის მოადგილე აცხადებს, რომ შეთანხმების მიხედვით, მინარეთი სოფელში, მეჩეთის ტერიტორიაზე დასაწყობდება და შეინახება, ხოლო მას შემდეგ, რაც მისი ხელახალი მშენებლობის დაკანონება მოხდება, მუსლიმები მინარეთს ისევ აღმართავენ.

 

“გინდა ერთი თვე აწარმოონ, რაც მთავარია, უნდა დაკანონდეს და კანონის ფარგლებში დაიდგას. მაგაზე ყველა თანახმა ვართ. ჩვენი ყველა აქ მყოფის პოზიციაა, რომ ჯერ დაილუქოს მინარეთი და როდესაც დაკანონდება მშენებლობა, შემდეგ დაიდგას. მაგაზე ჩვენ აქ უკვე ვისაუბრეთ, ამ პროცესს შეიძლება დასჭირდეს ერთი თვე, შეიძლება დასჭირდეს 2 თვე, ოღონდ კანონიერ ფარგლებში მოხდეს”, – განაცხადა იმამის მოადგილემ და დასძინა, რომ მუსლიმები ამ დრომდე რჩებიან ბათუმში და ჭელაში მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდებიან, რაც სოფელში დასაწყობების მიზნით მინარეთს ჩაიტანენ.

 

ახალციხეში მართლმადიდებელი მრევლია შეკრებილი, რომლებიც ჭელაში მინარეთის აღმართვის წინააღმდეგ გამოდიან. დავით ჩოგოვაძე ამბობს, რომ მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის არავითარი ინციდენტი არ მოხდება. მისი თქმით, ახალციხეში ვითარებას რამდენიმე სასულიერო პირი ძაბავს და მართლმადიდებელ მრევლს მუსლიმების წინააღმდეგ აქეზებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი