ახალი ამბები

კანცელარიაში ჯიპებთან დაკავშირებით მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციის წერილი დარეგისტრირდა

21 აგვისტო, 2013 • 1493
კანცელარიაში ჯიპებთან დაკავშირებით მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციის წერილი დარეგისტრირდა

კანცელარიაში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ წერილი, რომელიც 21 აგვისტოს გავრცელდა, ნამდვილად დარეგისტრირდა. 

 

პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, სამთავრობო უწყებების წარმოამადგენლების ასეთი მოთხოვნა “პარკის ვიზიტორებს უქმნის სერიოზულ დისკომფორტს, რის გამოც გამოთქვამენ უკმაყოფილებას”.

 

“დამეთანხმებით, ნამდვილად არ გამოიყურება ესთეტურად დაცვის თანმხლები შავი ჯიპების კოლონა, ბავშვებით და უცხოელებით სავსე პარკის შუაგულში. მოგეხსენებათ, ასეთ პრეცედენტს ვერ ნახავთ მსოფლიოს ვერც ერთ პარკში”, -წერია  წერილში.

 

ამასთან, პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, არსებობს პარკირების  სპეციალური ადგილი, რომელიც გამოუყვეს  რესტორანს და იგი  რესტორნიდან 20-30 მეტრითაა დაშორებული.

 

მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია მთავრობის კანცელარიას დახმარების თხოვნით მიმართავს, რომ უზრუნველყონ სამთავრობო სექტორის ინფორმირება, რათა მომავალში ავტომანქანები გააჩერონ გამოყოფილ ავტოსადგომზე.

 

გაატარა თუ არა მთავრობამ ამ განცხადებაზე რაიმე ღონისძიება – ამაზე მთავრობის კანცელარიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ პრესსამსახურს მივმართოთ, თუმცა პრესსამსახურს ჯერჯერობით ვერ ვუკავშირდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი