ახალი ამბები

გოგორიშვილი: მარგველაშვილი ადმინისტრაციულ რესურსს ხარჯავს

1 აგვისტო, 2013 • 1229
გოგორიშვილი: მარგველაშვილი ადმინისტრაციულ რესურსს ხარჯავს

“ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება “ქართული ოცნების” კანდიდატის მიერ. ბოლო დღეებში რამდენიმე სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე, რომელიც სახელმწიფოს ბიუჯერიდან ფინანსდება, გიორგი მარგველაშვილი არის როგორც მასპინძელი და ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე. ეს იყო იუსტიციის სამინისტროს, კულტურის სამინისტროსა და რეიტეგრაცის სამინისტროს ღონისძიებები,”- განაცხადა გოგორიშვილმა. 

 

უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უშიშროების საბჭოს ფორმატში დღეს, სავარაუდოდ, ბოლო შეხვედრა გამართა. საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ამოქმედების შემდეგაც კომისია იუსტიციის სამინისტროს ეგიდით გააგრძელებს ფუნქციონირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი