ახალი ამბები

კბილაშვილი: პროკურატურა ემოციაზე მაღლა უნდა დადგეს

1 აგვისტო, 2013 • • 1085
კბილაშვილი: პროკურატურა ემოციაზე მაღლა უნდა დადგეს

არჩილ კბილაშვილის თქმით, პროკურატურა განაჩენს გაეცნობა და გადაწყვეტილებას მიიღებს: 

 

“პროკურატურის პოზიცია იყო და დარჩება, ჩვენ მხარს ვუჭერთ ბრალდებას.რაც შეეხება სასამართლოს განაჩენს, მას შემდეგ, როცა ჩვენ მივიღებთ დასაბუთებულ ტექსტს, მივიღებთ გადაწყვეტილებას მისი გასაჩვრების შესახებ. ეს არის წმინდად ოფიციალური პოზიცია. ვთვლი, რომ შესაძლებელია არსებობდეს სხვადასხვა აზრი, სხვადასხვა ინტერპრეტაცია, მომხდარის შესახებ. სახელმწიფო მოხელეს, უწინარეს პროკურატურის მუშაკს, ევალება დადგეს მაღლა ემოციაზე და იმოქმედოს სახელმწიფოერბრივად, სამართლებრივად. ამიტომაც ჩემი შეფასება ის არის, რომ განაჩენის სამართლებრიობის შესწავლის შემდეგ ვიმოქმედებთ შესაბამისად.”  

 

კბილაშვისლის განცხადებით, ეს იყო კარგად დასაბუთებული ბრალდება, დამყარებული მტკიცებულებებზე და პროკურირები იყვნენ ძალიან კარგად მომზადებული: “მე არ მიმაჩნია, რომ მოცემული შედეგი ბრალდების მხარის სუსტმა პოზიციამ განაპირობა.”  

 

ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს და მათთან ერთად ბრალდებულ სხვა პირებს მოსამართლე გიორგი დარახველიძემ დღეს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

 

სასჯელაღასრულების დაწესებულებაში დარჩებიან მხოლოდ გაგა მკურნალიძე და ბაჩო ახალაია, რომლებსაც სხვა საქმეებისთვისაც აქვთ შეფარდებული პატიმრობა, დანარჩენი პირები – გიორგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარსალია, ზურაბ შამათავა, ალექსანდრე გორგაძე, გიორგი კინწურაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

 

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები, გენერალი კალანდაძე და პოლკოვნიკი კიკაბიძე, სრულად გაამართლა სასამართლო, ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, ჩვენ ნამდვილად მოველოდით ასეთ განაჩეს,” – განაცხადა ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი