ახალი ამბები

თამარ სანიკიძე: ყველა მასწავლებელმა უნდა გაიაროს სერტიფიცირება

30 ივლისი, 2013 • • 1430
თამარ სანიკიძე: ყველა მასწავლებელმა უნდა გაიაროს სერტიფიცირება

კითხვაზე, რა ბედი ელის იმ პედაგოგებს, რომლებიც ვერ გაივლიან სერტიფიცირებას და ამ ეტაპზე ისევ სკოლაში რჩებიან, სანიკიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სამინისტროს მიზანია ყველამ ჩააბაროს სერტიფიცირების გამოცდა. 

 

“ნამდვილად არ არის ის შედეგები, რომელიც გვინდოდა, თუმცა არის გარკვეული საგნები, მაგალითად სამოქალაქო განათლება და ისტორია, სადაც პედაგოგებმა შარშანდელთან შედარებით ორჯერ უფრო უკეთესი შედეგი აჩვენეს. თუმცა თუ დავინახავთ იმ დინამიკას, რომ ეს მისია შეუსრულებელია, აუცილებლად მოხდება ამ პროცესის გადახედვა. ვნახავთ, საჭირო გახდება გაგრძელება, თუ კურსის ცვლილება მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მიზანი მიზანია და დათქმულ პერიოდამდე უნდა მოახერხოს ყველა მასწავლებელმა სერტიფიცირების პროცესის გავლა. ყოველ შემთხვევაში, ეს კეთდება პედაგოგებისთვის და არა იმისთვის, რომ პედაგოგი დავსაჯოთ და შემდეგ რაღაც მომენტიდან გავუშვათ ქუჩაში,”- აცხადებს მინისტრი.

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს სასერტიფიკაციო გამოცდებზე პედაგოგთა დიდმა ნაწილმა ზღვარი ვერ გადალახა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი