სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, “მომავლის ბანაკს” მოსწავლეების პირველი ნაკადი ესტუმრა. ბანაკის ოფიციალურ გახსნას ბავშვთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მისი მოადგილე რატი ბერიძე დაესწრნენ. რატი ბერიძე ამავდროულად ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსიცაა.. 


სამინისტროს ინფორმაციითმ ბანაკის ტერიტორიაზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, ტერიტორია გაიწმინდა,  საცხოვრებელი და საკვები ობიექტები მოწესრიგდა. 

 

“პროექტის მონაწილეები, საქართველოს რეგიონებიდან 14–18 წლამდე ასაკის მოზარები არიან. ბანაკს შვიდი ნაკადი ესტუმრება. საერთო ჯამში 2000 ადამიანზე მეტი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საქართველოს მაშტაბით თითოეული სკოლიდან შეირჩა ერთი მოსწავლე. უპირატესობა მიენიჭა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს, მათ შორის სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს”.– ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


პროექტში ჩარტთული ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს: ადამიანის უფლებებს, ბავშვთა უფლებებს, ეკოლგიის, ჰიგიენის, ტოლერანტობის, არჩევნების და საქართველოს ისტორიის შესახებ.

 

“მოსწავლეთა მართვას, პროგრამულ აქტივობებში ჩართულობასა და დისციპლინის დაცვას ბანაკის ტერიტორიაზე ლიდერები უზრუნველყოფენ” – აცხადებს სამინისტრო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *