ახალი ამბები

ბესელია: ბედუკაძის საქმეზე პრემიერის პოზიცია მესმის

9 ივლისი, 2013 • 1301
ბესელია: ბედუკაძის საქმეზე პრემიერის პოზიცია მესმის

ბესელია ამბობს, რომ ვითარება დრამატული გახდა.  


“მე პრემიერის განცხადება ძალიან კარგად მესმის. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, აქ ერთგვარი პრობლემებია. საპროცესო შეთანხმების გადახედვის საფუძვლები ძალიან კონკრეტულად არის ჩამოთვლილი. ამის მოთხოვნა ბრალდებულ პირს შეუძლია. რაც შეეხება პროკურატურას – მას ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში,”- აცხადებს ბესელია. 

 

ამასთან, როგორც ის ამბობს, იზიარებს პოზიციას, რომ საზოგადოებრივი  ინტერესი წამების ფაქტების მიმართ მაღალი უნდა იყოს და პრემიერს პოზიციაც მას კარგად ესმის. 

 

საქართველოს მთავარ პროკურორს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა წერილობით, რათა გამოინახოს სამართლებრივი საფუძველი გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გადახედვის. საპროცესო შეთანხმების შედეგად, რომელიც პროკურატურამ გაუფორმა ბედუკაძეს, ეს უკანასკნელი სრულად გათვისუფლდა სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი