ახალი ამბები

ივანიშვილი უმაღლესი განათლების კანონის გამო თავისი გუნდის წევრებს აკრიტიკებს

3 ივლისი, 2013 • 1250
ივანიშვილი უმაღლესი განათლების კანონის  გამო თავისი  გუნდის წევრებს აკრიტიკებს

სტუდენტების პროტესტი განათლების სამინისტროსთან
სტუდენტების პროტესტი განათლების სამინისტროსთან

ივანიშვილის  თქმით,  კანონპროექტის მომდევნო განხილვის დროს სავარაუდოდ ამოღებული იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, თუმცა აღნიშნა, რომ ის პირადად ეთანხმებოდა ამ ცვლილებას, როგორც დროებით ღონისძიებას.

“მე საქმის კურსში ვარ  და დეტალებც კარგად ვიცი. მე ვფიქრობ, რომ დროებით ეს იყო დროებით დანიშვნა და არა ის, რომ მუდმივად, ეს იყო ნორმალური”, – განაცხადა ივანიშვილმა. 

 

ამ კანონპროექტს  დისკუსია მოჰყვა უმარვლესობაშიც, რომლის რამდენიმე წევრმა ცვლილებას მხარი არ დაუჭირა. ეს წევრები დღეს ივანიშვილმა გააკრიტიკა: 

 

“მე ვფიქრობ, რომ ბევრი გუნდის წევრს არც წაუკითხავს, იქ რა ეწერა  და ისე მოისურვეს თავის გამოჩენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ანგარიში მაქსიმალურად გავუწიეთ, და ეს პუნქტი, მე მგონი, მეორე განხილვიდან საერთოდ ამოდის”.

 

ივანიშვილის თქმით, ვინც გაცნობიერებულია, კარგად მოეხსენება, რომ მარგველაშვილმა ძალიან კარგად იმუშავა:

“რაც შეუმჩნეველია საზოგადოებიდან და ჩემი მხრიდან ძალიან შესამჩნევი და დასაფასებელია”.

განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი  “უმაღლესი განათლების შესახებ” პარლამენტმა   პირველი მოსმენით 13 ივნისს დაამტკიცა 72 ხმით 28-ის წინააღმდეგ. კანონპროექტს უმრავლესობის რამდენიმე წევრმა არ დაუჭირა მხარი, მათ შორის, სპიკერმა დავით უსუფაშვილმა, დავით ბერძენიშვილმა, ლევან ბერძენიშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ, თამარ კორძაიამ, გედევან ფოფხაძემ, ელისო ჩაფიძემ და სხვებმა. ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ  ურჩევნია უნივერსიტეტმა არასწორად აირჩიოს რექტორი, ვიდრე – პრემიერმა დანიშნოს.  პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტის განხილვა შეჩერდა პარლამენტში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი