ახალი ამბები

ძვლის ტვინის გადანერგვა ბავშვებში და სახელმწიფოს ახალი სტრატეგია

26 ივნისი, 2013 • 1549
ძვლის ტვინის გადანერგვა ბავშვებში და სახელმწიფოს ახალი სტრატეგია

“ონკოჰემატოლოგია არა მხოლოდ საქართველოში,  მთელ მსოფლიოში არსებობს და ეს არის დაავადება, რომელიც არ გამქრალა, რაც ყველა ქვეყნაში სერიოზული პრობლემაა. პრობლემაა უმწეობის განცდა. როდესაც ოჯახის წევრები თვეების განმავლობაში უყურებენ ამას და ვერაფერს ცვლიან, მიიჩნევენ, რომ ფულის არსებობა გადაარჩენს. 

 

სინამდვილეში ეს არის სისტემური პრობლემა და გადარჩენის პროცენტი უნდა იყოს 90%-ს ზევით. საქართველოში ეს არის 60%. რატომ არის ეს ასე, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ეს არის აღჭურვილობა, კადრები და ინფრასტრუქტურა. რას ვაკეთებთ ამისთვის? ამას სჭირდება არა მხოლოდ სისტემის ასაწყობი თანხა, არამედ ისეთი მოდულის მიმაგრება მასზე, რომელიც პიკურ მოთხოვნებს უზრუნველყოფს. სისტემის ასაწყობად გვეხმარება ამ დარგის ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულება -ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კანსერ ინსტიტუტი. წლის განმავლობაში ამ პროექტის განხორციელება დაიწყება. პროექტი მოიცავს კადრების გადამზადებას; სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს,ასევე,  აღჭურვილობით ნაწილს – სისხლის ბანკი, ლაბორატორა და საკუთრივ, ტრასნპლანტაციის სამსახური. ეს პროცესი დაწყებულია. 

 

პიკური გამოხტომების შემთხვევაში კი მსოფლიოში მიღებული სისტემაა სახელმწიფოსა და კერძო კერძო სტრუქტურების სოლიდარობის ფონდები. ეს სისტემა არა მხოლოდ ნებაყოფლობით და საქველმოქმედო შენატანებს მოიცავს, არამედ სავალდებულო სახელმწიფო შენატანებსაც. ამ მოდელით აკუმულირება ხდება თანხების და საჭიროების შემთხვევაში ხდება ამ თანხების მობილიზება. სავალდებულო შენატანებს კი სჭირდება საგადასახადო სისტემის გადახედვა და ა.შ. ამ რაღაცას ვაკეთებთ. მაგრამ პაციენტს, რომელსაც ახლა სჭირდება ეს, მისთვის აღქმადი არ არის, როდესაც სამინისტრო რაღაც მოდულებზე ესაუბრება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ის თანხა, რომელიც საქართველოში იხარჯება ბავშვთა ონკოჰემატოლოგიაზე, ეს არის 1 მილიონ 300 ათასი, ამ თანხის ათვისება დავიწყოთ ინტენსურად და შეძლებისდაგვრად მისი შევსება მოხდება,”- განაცხადა სერგეენკომ.

 

შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ 12 წლის მირზა ცეცხლაძის, რომელსაც რამდენიმე თვის წინ აპლაზური ანემია დაუდგინდა და რისთვისაც აუცილებელი იყო მისთვის ძვლის ტვინის გადანერგვა, საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი