ახალი ამბები

აქცია ავღანეთიდან ქართველი ჯარისკაცების გამოყვანის მოთხოვნით (ვიდეო/ფოტო)

10 ივნისი, 2013 • • 1028
აქცია ავღანეთიდან ქართველი ჯარისკაცების გამოყვანის მოთხოვნით (ვიდეო/ფოტო)

ღონისძიების პარალელურად, “ქორთიარდ მარიოტის” წინ “ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის” წარმომადგენლებმა ავღანეთის ISAF-ის მისიაში მყოფი ქართველი ჯარისკაცების უკან გამოწვევის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ავღანეთში უკვე ძალიან ბევრი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კი საქართველოს მაპს მაინც არ აძლევს. აქციის მონაწილეებს აინტერესებთ კონკრეტული პასუხები ნატოს ლიდერებისაგან, თუ რატომ ვერ მიიღო აქამდე საქართველომ წევრობის სამოქმედი გეგმა (მაპი).


“ჩვენ იქ გვყავს უზარმაზარი კონტინგენტი და ჯერ მაპიც არ მოუციათ. ჩვენ ვითხოვთ ავღანეთიდან ჩვენი კონტინგენტის გამოყვანას. ეს ნატოს საწინააღმდეგო აქცია არ არის, ჩვენ უბრალოდ კითხვები გვაქვს კონკრეტიკასთან დაკავშრებით. ძალიან ბევრს შეიძლება უნდოდეს ნატოსთან ინტეგრაცია, მაგრამ ჩვენ რეალურად ვუყურებთ საკითხს. აქციაზე მოვიტანეთ სიმბოლური კარი, რომელიც მოწმობს, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის დახურულია და არც იმის ტენდენცია შეინიშნება, რომ ეს კარი მომავალში გაიღება”, – ამბობს ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის წევრი ირაკლი ყიფიანი.


“ამ აქციის ერთ–ერთი სახელი არის მეტი კონკრეტიკა ნატოსგან. ჩვენ მოვითხოვთ მეტ კონკრეტიკას მათ [ნატოს ლიდერების] განცხადებებში”, – ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე გიორგი მდივანი.

 

საქართველოში ნატოს კვირეული, რომელიც 3 ივნისს დაიწყო, დღეს სრულდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი