ახალი ამბები

“სილქნეტის” სოციალური პასუხისმგებლობა – მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვა

5 ივნისი, 2013 • 1515
“სილქნეტის” სოციალური პასუხისმგებლობა – მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვა

როგორც თავად ამბობენ, ძირითადი მასალის ათვისებაში  „სილქნეტის“ სოციალური პროექტი – „საშინაო სკოლა“ დაეხმარათ. მათ ქიმიის, მათემატიკის, ისტორიის და ქართული ენისა და ლიტერატურის საგნების გადამეორება რეპეტიტორების გარეშე შეძლეს.

 

„ ეს ძალიან კომფორტული საშუალებაა. სახლის პირობებში, კოკა –კოლისა და საჭმლის მარაგით ტახტზე მოკალათებული,  ვახვევდი ჩემთვის საჭირო მომენტზე და ვიმეორებდი მასალას“– ამბობს 17 წლის მამუკა.

მაკას საატესტატო გამოცდების მზადების პროცესში რამდენიმე საგანი ჰქონდა არჩეული, რომელთც SILK TV-ის მეშვეობით იმეორებდა. როგორც თავად ამბობს, საქართველოს ისტორიის სხვადასხვა კლასის პროგრამა „საშინაო სკოლის“ დახმარებით ერთ თვეში აითვისა.

 

შვილის განათლება ყველა მშობლისთვის პრიორიტეტულია და ამისთვის ინვესტიციებს ბევრი არ იშურებს. Silk TV-ის ამ უნიკალური პროექტით უკვე ერთი წელია დაიზოგა მრავალი ოჯახის ბიუჯეტი და, რაც მთავარია, დრო, რომელიც ასე ძვირფასია აბიტურიენტისათვის. „საშინაო სკოლა“ კომპანია „სილქნეტმა“ მომხმარებელს 2012 წლის თებერვალში შესთავაზა.

 

სოციალურ–შემეცნებითი პროექტი  პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით სასკოლო პროგრამის სალექციო ხასიათის ვიდეოგაკვეთილებს მოიცავს. „საშინაო სკოლა“ უფასო სერვისია და ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა– ქიმიის გაკვეთილების ახალი ფორმატით და მეთოდით ათვისებაში ეხმარება მოსწავლეებს. პროექტის გაშვებიდან ერთ წელიწადში სერვისს მილიონი „ნახვა“ ჰქონდა და  პოპულარული გახდა, როგორც მოსწავლეებში, ასევე პედაგოგებში.   მასწავლებლები ამბობენ, რომ მათთვის პროექტი საინტერესოა, როგორც პროფესიული, ისე  ინფორმაციული კუთხით – „საშინაო სკოლის“ მაღალკვალიფიციური პედაგოგებისგან ბევრს სწავლობენ და  ვიდეოგაკვეთილების თვალის მიდევნებით ბევრი ცვლილება შეიტანეს თავიანთ საქმიანობაში.  

 

კომპანია “სილქნეტმა“ საფუძველი ჩაუყარა სწავლების ახალ მეთოდს და თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით ახალი თაობისთვის სასკოლო პროგრამა უფრო ხელმისაწვდომი გახადა. პროექტის უნიკალურობა მის ინტერაქტიურობაშია. SILK TV-ის მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად იმდიდრებს ცოდნას, ირჩევს საგანს, კლასს, გაკვეთილს და მისი ნახვა, დაპაუზება და გადახვევა ნებისმიერ დროს შეუძლია. სერვისით სარგებლობა სრულიად უფასოდ შეუძლიათ SILK TV-ის მომხმარებლებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“– ამბობენ „სილქნეტში“.

 

ამ პროექტით „სილქნეტი“ სასკოლო განათლების მხარდამჭერი გახდა, რითიც მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობა აიღო საზოგადოების წინაშე – ხელმისაწვდომი გაეხადა და გაემარტივებინა ცოდნის მიღება ახალგაზრდებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი