ხელოვნება

“ქუჩის მუსიკალური დღეები” მარჯანიშვილის მოედანზე

29 მაისი, 2013 • 1450
“ქუჩის მუსიკალური დღეები” მარჯანიშვილის მოედანზე

მარჯანიშვილის მოედანზე “ქუჩის მუსიკალური დღეები” 29, 30 და 31 მაისს, 19 საათიდან გაიმართება, რომლის ორგანიზატორები TBILISI OPEN AIR და Café Inn არიან.

 

TBilisi Open Air 2013
TBilisi Open Air 2013

“ნებისმიერ გამვლელს თითოეულ დღეს ივენთში მონაწილე სხვადასხვა იმიჯის მქონე პერფორმერები მოიპატიჟებენ. გამვლელებს საშუალება ექნებათ გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები, იპოვონ ფესტივალის ბილეთები, რომელიც ივენთის ტერიტორიაზეა დამალული, ბოდი–არტის სპეციალისტები „ქუჩის მუსიკალური დღეები“-ს სტუმრებს ფესტივალის ლოგოებით გააფორმებენ, კაფე კი უფასო ყავით გაუმასპინძლდება.

ლაივ–პერფომანსების სერია 3 დღის განმავლობაში მოიცავს იმ არტისტებსა და ჯგუფებს, ვისაც საშუალება ქონდა ფესტივალის 4 წლიან ისტორიაში უცხოელი ბენდების გვერდით დიდ სცენაზე დაეკრა. ჩვენი მიზანია 3 დღით დინამოს მოედნიდან მარჯანიშვილზე გადმოვიტანოთ ის განწყობა, რომელიც ფესტივალს ახასიათებს: თავისუფლება და პოზიტიური მუხტი. გვინდა, რომ ყველა ასაკის ადამიანი რამდენიმე დღით TBILISI OPEN AIR-ის განწყობამ გააერთიანოს,”– ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.

 

ქუჩის მუსიკის დღეების პროგრამა:

 

29 მაისი, 19:00–22:00      INDIE @ pre-tbilisiopenairevents   # cafe inn

• ფოტოგრაფების მხრიდან გამვლელების მიპატიჟება
• BALOON SHOOTERS – ცოცხალი შესრულება

30 მაისი, 19:00-22:00           ROCK’N ROLL @ pre-tbilisiopenairevents   # cafe inn

• გიტარიანი ხალხის პერფორმანსი (გამვლელებთან მისვლა)
• JET BIRD – პერფომანსი

31 მაისი, 19:00-22:00  URBAN @ pre-tbilisiopenairevents   # cafe inn

• BMX, SK8ERS, ROLLERS – ეპატიჟებიან გამვლელებს
• ბითბოქსერი
• MC

სამივე დღის განმავლობაში

• გამვლელებს საშუალება ექნებათ ამავე ტერიტორიაზე დამალული ბილეთები

იპოვონ

• უფასო ყავა

• აკადემიის BODY ARTISTS

• სამახსოვრო ფოტო

TBILISI OPEN AIR არის კომპანია „ალთერვიჟენ გრუფის“ ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 2009 წლიდან ტარდება. TBILISI OPEN AIR 2013, სლოგანით ”მუსიკა ათავისუფლებს”, მოიცავს ყველა მუსიკალური ჟანრისა და ასაკის მსმენელს. წელს TBILISI OPEN AIR დინამო სტადიონზე, 5 ივნისს ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი