ახალი ამბები

უსუფაშვილმა “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონს ხელი მოაწერა

27 მაისი, 2013 • • 1278
უსუფაშვილმა “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონს ხელი მოაწერა

 უსუფაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა პოლონეთში დაღუპული დეპუტის ვიქტორ დომოხოვსკის ოჯახს. დომოხოვსკის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელი აქვს მოწერილი. მისი ნეშთის გადმოსვენების პროცედურების უზრუნველყოფა პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკის დაავალა.

 

უსუფაშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ მიღებული კანონის აღსრულებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კანონპროექტს ხელი უკვე მოაწერა:

 

„საქართველოს მოსამართლეთა კორპუსი, მოსამართლეთა კონფერენცია ემზადება იუსტიციის საბჭოში წევრების ასარჩევად. საქართველოს პარლამენტმა ასევე უნდა აირჩიოს კანონით გათვალისწინებული პირები ამავე ორგანოებში. მე მინდა თქვენც და საზოგადოებასაც შეგახსენოთ, რომ პარლამენტში კანდიდატების წარმოდგენის ვადა იწურება 31 მაისს. ამ ვადებში პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე უნდა მოხდეს შემოტანა განაცხადების უფლებამოსილი სუბიექტების მხრიდან.  დღევანდელი მდგომარეობით ოარლამენტში შემოსულია ორი კანდიდატურა.“

 

მისივე თმით, მოსამართლეთა კონფერენცია 9 ივნისს ჩატარდება:

 

„სასამართლო ხელისუფლებაში სათანადო ორგანოები მუშაობენ მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზებაზე. ცნობილია რომ კონფერენცია ჩატარდება 9 ივნისს და მოსამართლეები გააკეთებენ თავიანთ არჩევანსს.

 

დავით უსუფაშვილი განმარტებებს აკეთებს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხზეც. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გავრცელებული ჭორი, რომ უმრავლესობა ამ მუხლის შეცვლას აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება:

 

„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ასეთი გეგმა, ასეთი აზრი, ასეთი ჩანაფიქრი ჩვენ არ გვაქვს . ჩვენ მის გაფასინჯვას არ ვაპირებთ.“

 

უსუფაშვილი ასევე აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი კანონპროექტი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებებში შესაძლო ხარვეზების გადასინჯვას ითვალისწინებს:

 

„კანონპროექტი გაეგზავნა ვენეციის კომისიას. მინდა განვმარტო, რომ თუ ეს კანონი შემოვა პარლამენტში და მას მივიღებთ, მისი მიზანი იქნება არა მოსამართლეთა დასჯა, არამედ იმ ადამიანების უფლებების აღდგენა, ვისი უფლებებიც დაირღვა სასამართლო გადაწყვეტილებებით. ეს ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორიც სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციის სასამართლოში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი