ახალი ამბები

ქრთამის აღების ფაქტზე ახალსოფლის რწმუნებული დააკავეს

25 მაისი, 2013 • • 1627
ქრთამის აღების ფაქტზე ახალსოფლის რწმუნებული დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ  წივილაშვილმა გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფის ტერიტორიაზე, შენობის ასაშენებლად შესაბამისი დოკუმენტაციის და ნებართვის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისგან  ქრთამის სახით, 5 000 აშშ დოლარი აიღო. ქრთამის აღების ფაქტზე, ასევე დაკავებულია  წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სარქის ოგანესიანი დათვითმმართველი ერთეულის  სოფელ კაბურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული რობერტ მაზმანიანი. დაკავებულებმა, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჭკოვის ტერიტორიაზე, სახელმწიფოს კუთვნილი 300 ჰა მიწის ნაკვეთის დროებით სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 7 000 ლარი აიღეს”.– ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  338-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი