ახალი ამბები

1 მაისის აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი იწყება

8 მაისი, 2013 • 2071
1 მაისის აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი იწყება

1 მაისს პოლიციამ რამდენიმე ათეული მომიტინგე დააკავა, თუმცა დღეს მხოლოდ 6 ადამიანის საქმეს განიხილავს სასამართლო. ესენი არიან: გუგა ჩხიკვიშვილი, ბათუ კოპალიანი, თორნიკე ასაბაშვილი, ნუკრი ცისკაძე, გიორგი ფირცხალაიშვილი, ბადრი თაბუაშვილი.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის ალექსანდრე გობრონიძის განცხადებით, მათ მიიტანეს სასამართლოში სამართალდარღვევათა ოქმები 1 მაისის აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების – “ლაბორატორია 1918”-ის წევრების წინააღმდეგ. გობრონიძის განაცხადებით, ეს ოქმები შედგენილია 6 პიროვნებზე, რომელთა საქმესაც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ყანჩაველი განიხილავს.

 

აღნიშნული პირების ინტერესებს საიას იურისტი ნონა ქურდოვანიძე იცავს. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი