ახალი ამბები

უცნობი: ლევან გაჩეჩილაძე ამ ეტაპზე პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობას ვერ ხედავს [Video]

26 აპრილი, 2013 • • 1284
უცნობი: ლევან გაჩეჩილაძე ამ ეტაპზე პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობას ვერ ხედავს [Video]

“[უკმაყოფილებაში] სამართლიანობის აღდგენასაც ვგულისმობ, მაგრამ როდესაც სასამართლოს ბედ–იღბალი ჯერ კიდევ გაურკვეველია და ჯერჯერობით პრეზიდენტი ისევ სააკაშვილია, ძალიან რთულია ამ მოცემულობაში სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი. თუნდაც ვიღაცაც რომ დაიჭირონ, პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ ხელმოწერით გამოუშვას ის ადამიანი და რაღაც უაზრო თამაში დაიწყოს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბრის შემდეგ ეს ყველაფერი განხორციელდება. დრო სჭირდება ამ ყველაფერს. ჩვენ ცოტა სულსწრაფები ვართ ქართველები, გვინდა, რომ დღესვე მოხდეს ყველაფერი ჩქარა, მაგრამ უნდა ვაცადოთ”, – აღნიშნა მან.


გია გაჩეჩილაძე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აღებული ტაიმაუტის შემდეგ, დღეს, 26 აპრილს საჯაროდ პირველად გამოჩნდა. მან ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატ კახა კუკავას შუალედურ არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა და კიკვიძის პარკში ამ უკანასკნელის მხარდასაჭერად გამართულ აქციაშიც მიიღო მონაწილეობა.


გია გაჩეჩილაძე “ნეტგაზეთს” მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის შესახებაც ესაუბრა და განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი ჯერჯერობით პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.


“ჯერ არაფერს არ გეგმავს, თავის საქმეს აკეთებს. დღეს მისი პოლიტიკაში დაბრუნება საჭიროებას არ წარმოადგენს. დღეს საქართველოს წარმმართველი პარტიაც ჰყავს და ლიდერიც. შესაბამისად, ის ამ ეტაპზე ვერანაირ საჭიროებას ვერ ხედავს იმისათვის, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამჟამად ლევან გაჩეჩილაძე ბიზნესსაქმიანობითაა დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი