ხელოვნება

ჯაზ სერიები _ კეიკო მაცუის 2 კონცერტი თბილისში

15 მარტი, 2013 • 1446
ჯაზ სერიები _  კეიკო  მაცუის 2 კონცერტი თბილისში

keiko matsui
keiko matsui

თბილისში ჯაზ სერიები გრძელდება.   ნორვეგიელი მუსიკოსის ნილს პიტერ მოლვაერის შემდეგ,  16 მარტს „ივენთ ჰოლში“ კონცერტს იაპონელი პიანისტი და კომპოზიტორი კეიკო მაცუი გამართავს.

 

 ჯაზ სერიები ოთხი თვე გრძელდება (თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი) და თვეში ერთ კონცერტს გულისხმობს. „ისტერნ პრომოუშენის“ წყალობით ქართველი მსმენელი გემოვნებიანი მუსიკის მოსმენის განსაკუთრებულ ფუფუნებში აღმოჩნდა.

 

კეიკო მაცუი, რომელიც  თავის შემოქმედებას „სარკეში საკუთარ ანარეკლს“ ადარებს, უკვე სამი ათეული წელია სმუს ჯაზისა და ფუჟენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. მან შემოქმდებითი ცხოვრება  5 წლის ასაკიდან დაიწყო და დღესდღეობით სოლო კარიერით განაგრძობს. თბილისში გამართულ კონცერტზე  მსმენელს თავის ბოლო ალბომს „The Road“ წარუდგენს.

 

„თანამედროვე მუსიკა უფროსებისთვის“, ასე უწოდებენ 1999 წელს  Oasis Awards-ის ცერემონიალზე საუკეთესო ჯაზის არტისტად წოდებული კეიკო მაცუის შემოქმედებას. მუსიკოსი თავის 25- წლიან კარიერას მსოფლიო ტურნეთი აღნიშნავს.

 

ჯაზის სერია აპრილის თვეში სტეისი კენტით გაგრძელდება, ხოლო მაისის თვეში   ლი რიტენურის ბედნდით დასრულდება.

 

TBC Status-ი, რომელიც ჯაზ სერიების გენერალური სპონსორია, TBC Platinum-ის, TBC PrimeCard-ისა და TBC Status-ის მფლობელებისთვის 15% – 20%- პროცენტიან ფასდაკლებებს აწესებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი