ახალი ამბები

ივანიშვილი: საზოგადოება ლმობიერი უნდა გახდეს სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ

5 მარტი, 2013 • 1074
ივანიშვილი: საზოგადოება ლმობიერი უნდა გახდეს სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ

“ჩემი პირველი პრესკონფერენციის შემდგომ ვიმეორებ, რომ საზოგადოებამ უნდა მოახერხოს და ლმობიერი გახდეს წინა ხელისუფლების მიმართ. თუმცა ამისთვის საჭიროა, აღარ გააგრძელოს ოპოზიციამ ეს სიცრუის პოლიტიკა და რიტორიკა. ამით ჩაცხრება ეს აგრესიული მუხტი. საზოგოადოების ნაწილის აგრესია მეც მაშფოთებს. ძალიან დიდია სურვილი იმისა, რომ წინა ხელისუფლების წევრები მაქსიმალურად დაისაჯონ. გავიხსენოთ უახლოესი წარსული, გამსახურდია, შევარდნაძე, რომელიც საზოგადოებამ უხეშად გააგდო მას შემდეგ, რაც თავიდან დაუჩოქა.” 

 

პრემიერმა თქვა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას დადებითიც არ უნდა დაუკარგოს საზოგადოებამ, ვინაიდან ქვეყანამ ამ პერიოდში წინსვლა განიცადა. 

 

“თუმცა ირღვეოდა ადამიანის უფლებები. მაგრამ ეს ყველაფერი არა მხოლოდ სააკაშვილის, საზოგადოების უმოქმედობის ბრალიცაა. ჩვენ ავირჩიეთ ეს ხელისუფლება. კეთილი ვინებოთ და მესამე პრეზიდენტი გავუშვათ და არ გავაგდოთ. ნუ ითხოვენ ჩემგან და ჩვენგან, მიდით, მიაწექით და მეტი დასაჯეთ. მოთმინება ვიქონიოთ, რომ ვაჩვენოთ საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ ცივილიზებული ერი ვართ.”

 

ამასთან, პრემიერის თქმით, მისი ეს განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ წინა ხელისუფლების დამნაშავე წევრები არ უნდა დაისაჯონ.

 

“იგივე უგულავა და კიდევ სხვები, რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯონ. თუმცა, რაც შეიძლება მცირე რაოდენობა უნდა დაისაჯოს. 7 ათასი განცხადებაა შესული პროკურატურაში, წარმოიდგინეთ, ყველა რომ დაიჭირონ.”


პრემიერი თქმით, სააკაშვილის ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი მისი გუნდის წევრი იყოს დაკავებული, რათა შემდეგ აჩვენოს მსოფლიოს, რომ საქართველოში ახლა დიქტატურააა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი