სამართალი

შსს-მ საბერძნეთის მოქალაქე დააკავა

21 თებერვალი, 2013 • 1151
შსს-მ საბერძნეთის მოქალაქე დააკავა

“აღნიშნულ პიროვნებას წინასწარი განზრახვით, სხვა პირებთან შეთანხმებით, გარკვეული გასამრჯელოს საფასურად, საბერძნეთის ტერიტორიაზე შეყვანისა და საცხოვრებლის უზრუნველოყოფის მიზნით,  უკანონო მიგრანტები გადაყავდა,”- აცხადებს შსს.

 

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაკავებული ათენის ინტერპოლის მიერ 2011 წლის 22 დეკემბრიდან იძებნებოდა.


დაკავების შემდეგ, როგორც პოლიციაში აცხადებენ, აღნიშნული პიროვნება დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, ხოლო 2013 წლის 18 თებერვალს, მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამმართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით,  საექსტრადიციო 3 თვიანი პატიმრობა  შეეფარდა  და იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენის N8 დაწესებულებაში მოათავსეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი