ახალი ამბები

სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა

21 იანვარი, 2013 • 1157
სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა

გამომსვლელთა შორის ასევე არიან ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და იტალიის იუსტიციის მინისტრი პაოლას ევერინო.

 

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჟან-კლოდ მინიონთან, ევროპის საბჭოს უფლებათა დაცვის კომისართან ნილს მუზნიეკსთან და  ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიონ იაგლანთან.

 

ასევე დაგეგმილია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტს დინ სპილმანს შეხვდება.

 

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი