ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: მთავრობა ძირს უთხრის საქართველოს პოლიტიკურ–ეკონომიკურ ვექტორს

17 იანვარი, 2013 • • 4614
მიხეილ სააკაშვილი: მთავრობა ძირს უთხრის საქართველოს პოლიტიკურ–ეკონომიკურ ვექტორს

“ეს განცხადება შეიცავს რამდენიმე ელემენტს და ყველა ეს ელემენტი არის ძალიან საგანგაშო. პირველ რიგში ეს არის განცხადება, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს გეოპოლიტიკურ, სტრატეგიულ ინტერესებს. რკინიგზა, რომელიც გადის აფხაზეთზე, ეს არის რკინიგზა, რომელიც საქართველოს აკავშირებდა ადრე ევროპასთან, რუსეთის გავლით. ახლა საკმოდ მოძველებული რკინიგზაა, ჩვენი რკინიგზა არის ბევრად უფრო თანამდროვე და სწრაფი და ამდენად, საქრთველოს ევროპასთან დასაკავშირებლად ეს რკინიგზა აღარ სჭირდება. ” 

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ რკინიგზის ამოქმედება რუსეთს აწყობს მხოლოდ იმისთვის, რომ კონკურენცია დაძლიოს: “ყარსი- ახალქალაქის რკინიგზა ეს არის ტრანს– ციმბირული რკინიგზის კონკურენტი. ტრანს–ციმბირულ რკინიგზას გადააქვს ტვირთები შუა აზიიდან ჩინეთის მიმართულებით. ჩვენი რკინიგზა დიდ პრობლემას უქმნის ტრანს –ციმბირულ რკინიგზას. რუსეთს ჩვენ შევუქმენით ენერგეტიკული დერეფანი, ასევე შეუქმენით სატვირთო გადამზიდავი კონკურენტი.”

მიხეილ საალაშვილი/ფოტო: მანანა ქველიაშვილი
მიხეილ საალაშვილი/ფოტო: მანანა ქველიაშვილი

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ სატვირთო გადამზიდავის მოსპობა და დაკნინება სურს  რუსეთს: “რუსეთს სურს, რომ ამ რკინიგზის გახსნით მოახდინოს აფხაზეთის ოკუპაციის ფაქტობრივი დაკანონება. დღევანდელ პირობებში, როცა რუსეთის რკინიგზამ მიითვისა აფხაზეთის რკინიგზა უკანონოდ და რუსეთის რკინიგზა ფლობს სომხეთის რკინიგზას, სომხეთთან ხელშეკრულების თანახმად, აფხაზეთის რკინიგზის გახსნა იქნება მიუღებელი. რუსეთი აფხაზეთს განიხილავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ასეთი ტიპის ქმედებებით ხდება რუსეთის მოტივაცია, რომ აფხაზეთის ოკუპაცია დაკანონდეს. არცერთი ნაბიჯით არ შეიძლება ამას საქართველომ შეუწყოს ხელი, სანამ არ გადაწყდება აფხაზეთის დეოკუპაციის საკითხი.  რკინიგზის გახსნა შეიძლება გადაწყდეს აფხაზეთის დეოკუპაციის საკითხის გადაწყვეტის პარალელურად. მისი ცალკე განხილვა არის დანაშაულებრივი და ანტისახელმწიფოებრივი, ფუნდამენტურად ოკუპანტების შესაბამისი აქტი.”

 

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს მთავრობას წარმოდგენა არ აქვს ქვეყნის სტრატეგიულ–პოლიტიკურ ინტერესებზე: ” შეგნებულად ძირს უთხრის საქართველოს პოლიტ–ეკონომიკურ ვექტორს და ქვყნის დამოუკიდებლობას. ძირს უთხრის საქართველოს მომავალს და პირდაპირ მოქმედებს საქართველოს ოკუპაციის განმახორციელებლის დაკვეთით”.

 

პრეზიდენტი აცხადებს, რიმ აფხაზეთის რკინიგზის გახსნის დაბლოკვა არ ნიშნავს სომხეთის ტვირთების იზოლაციას: “ჩვენ გვინდა სომხეთთან კარგი ურთიერთობები. ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სომხური ტვირთები გაგვეტარებინა საქარველოს ტერიტორიაზე. ამისთვის შენდებიდა ლაზიკის პორტი, მისი დატვირთვა ეს იქნებოდა, რომ ტვირთებს ემოძრავათ, მათ შორის სომხეთის მიმართულებით. გავხსენით ლარსი. სომხეთის იზოლაცია არ არის მისაღები.”

 

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, “ყარსი ახალქალაქის” რკინიგზის პროექტის ეჭვქვეშ დაყენება ძაბავს ურთიერთობებს აზერბაჯანთან. პრეზიდენტის ინფორმაციით, საქართველოს გართულებული ურთიერთობა აქვს თურქეთთან:

 

“თურქული ინვესიტიები გავიდა საქართველოდან. თურქეთთან პრობლემების გამო  ვკარგავთ ნატოში შესვლის შანსს. აზერაბიჯანი არის ჩვენი პარტნიორი. ვის ინტერესებში არის მეზობლებთან სიტუაციის არევა, ეს არის მხოლოდ ერთი მეზობელი.”

 

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნა შესაძლებელია სწრაფად, თუ იქნება ყველა პოლიტიკური მხარის ნება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი