ახალი ამბები

ივანიშვილმა დარჩენილი მინისტრები დაასახელა

16 ოქტომბერი, 2012 • 1450
ივანიშვილმა დარჩენილი მინისტრები დაასახელა

ენერგეტიკის მინისტრად კახა კალაძე დაინიშნება, განათლებისა და მეცნიერების მინისტრად – გიორგი მარგველაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იქნება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავით ნარმანია უხელმღვანელებს. შემდეგ ეს სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროში დაბრუნდება, ხოლო რეგიონული განვითარების სამსახური ცალკე შეიქმნება და  პრემიერ-მინისტრის აპარატში იქნება დაქვემდებარებული, დევნილთა  და განსახლების მინისტრი -აფხაზეთიდან დევნილი, დავით დარახველიძე. ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება. გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი ხათუნა გოგოლაძე. როგორც ივანიშვილი ამბობს, ამ მინისტრის კანდიდატზე ყველაზე ბევრი იფიქრეს.

 

“დაამთავრა ცენტრალური უნივერსიტეტის მაგისტრატურა, ასევე, ინდიანას უნივერსიტეტი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებით განხრით. ყოფილი მინისტრი კორიდორში ველოსიპედით დადიოდა,”- განაცხადა ივანიშვილმა. 

 

ჯანდაცვის მინისტრობის ახალი კანდიდატი, დავით სერგენკო- პედიატრი, რეანიმატოლოგი, რომელიც დღემდე საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი იყო. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი