ახალი ამბები

სუბარი: ეს იქნება პატიმართა რესოციალიზაციაზე ორიენტირებული სისტემა [Video]

8 ოქტომბერი, 2012 • • 1102
სუბარი: ეს იქნება პატიმართა რესოციალიზაციაზე ორიენტირებული სისტემა [Video]

სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი სახალხო დამცველი  და “ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი წარადგინა.  სუბარის განცხადებით, პირველი, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელდება, ეს იქნება მიდგომის აბსოლუტური ცვლილება.  

 

“ეს სისტემა დაფუძნებული იყო ადამიანის ღირსების შელახვაზე, პიროვნების მოსპობასა და განადგურებაზე. მიდგომა აბსოლუტურად შეიცვლება, ეს იქნება პატიმართა რესოციალიზაციაზე ორიენტერიბული სისტემა, რისთისაც საჭიროა მეტი გამჭირვალობა”.

 

სუბრის განცხადებით, რელიგია და კონკრეტულად მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურად ჩაერთვება აღნიშნულ საკითხში. მომავალი მინისტრის განცხადებით, ციხეებში მოისპობა კორუფციაც.  მისივე თქმით, განხორციელდება საკადრო ცვლილებებიც.

 

“ადამიანები, ვინც ღირსეულად აკეთებდნენ საკუთარ საქმეს, დარჩებიან. ვინც შემჩნეულია დარღვევებში, ნაწილი უბრალოდ გათავისუფლდება, ნაწილი გადაეცემა გამოძიებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი