ახალი ამბები

ქედაში „ოცნება” არჩევნების შედეგებს აპროტესტებს

3 ოქტომბერი, 2012 • 950
ქედაში „ოცნება” არჩევნების შედეგებს აპროტესტებს

ამ წუთებში ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში „ქართული ოცნების” მხარდამჭერები მონიტორს ამონტაჟებენ, რომ არჩევნების მსვლელობისას ქედაში გადაღებული კადრები მოსახლეობას აჩვენონ. ქედაში კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით ანანიძის მხარდამჭერები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რის თანახმადაც, დავით ანანიძემ „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატთან, იაშა შერვაშიძესთან წააგო.  

 

 

„ქართული ოცნების” მომხრეები ქედის მუნიციპალტეტში არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა. დავით ანანიძე ამბობს, რომ ქედაში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, მისი ინფორმაციით, კონკრეტულ ამომრჩევლებს 150 ლარს აძლევდნენ ხმის სანაცვლოდ და მას შეუძლია კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება, თუმცა აქციაზე მათი გვარები ანანიძემ არ დაასახელა, იმ მოტივით, რომ „შესაძლოა მათ არ სურდეთ ამაზე საუბარი”.

 

„თუმცა ახლა, როდესაც საქართველოს უმეტეს ადგილებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ”, ადამიანები თავისუფლად იტყვიან ამის შესახებ” – დასძინა ანანიძემ. მან ასევე თქვა, რომ ქედის ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე  „ოცნების” დამკვირვებელს, დიასამიძეს, 7-8 ათასი ლარი შესთავაზეს არჩევნების შედეგების გაყალბების სანაცვლოდ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი