ახალი ამბები

პროკურატურა: პატიმართა წამებასა და გაუპატიურებაში მხილებული კიდევ 4 პირია დაკავებული

27 სექტემბერი, 2012 • • 1568
პროკურატურა: პატიმართა წამებასა და გაუპატიურებაში მხილებული კიდევ 4 პირია დაკავებული
პროკურატურის ცნობით, დაკავებულები არიან: ქუთაისის მე-2 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ზურაბ რუხაია, ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსი დავით ნარსია, ამავე საპყრობილის მორიგე ინსპექტორები– ნიკოლოზ ვახტანგიშვილი და გიორგი გრძელიძე.

პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირები დანაშაულს ჩადიოდნენ ქუთაისის მე-2 საპყრობილის ტერიტორიაზე. გამოძიების ამ ეტაპზე სულ დაკავებულია 16 პირი, მათ შორის, სასჯელაღსრულების თავმჯდომარის მოადგილე, ციხის ორი დირექტორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი, წამების ამსახველი ვიდეოების გადამღები და გამავრცელებელი ვლადიმერ ბედუკაძე.

 
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის შესახებ დამატებით გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი