ახალი ამბები

პირველი ლედის ველორბოლა აჭარაში

20 სექტემბერი, 2012 • 1639
პირველი ლედის ველორბოლა აჭარაში

ველორბოლის მონაწილეებს შორის პირველი ლედის ყოფნას ადასტურებს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ფერიდე უსტიაშვილი. 

 

„სანდრა ნამდვილად იყო, თუმცა ფოტო არ მაქვს, სანდრას ფოტოს გადაღება აგვიკრძალეს. გვითხრეს, სანდრას ნუ გადაუღებთო. ჩვენ ჩვენი ფოტოგრაფი გვყავსო,“ – ამბობს ფერიდე უსტიაშვილი. 

 

პირველი ლედის ველორბოლაში მონაწილეობას ადასტურებს სოფელ მახუნცეთის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ღოღობერიძე. 

 

„გუშინ იყვნენ უცხოელი ტურისტები, ველოტრეკი იყო, ქალბატონ სანდრასთან ერთად. 10 წუთი გაჩერდა და წავიდნენ,“- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში მახუნცეთის თემის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ღოღობერიძე. 

 

აქცია, რომლის ფარგლებშიც ველორბოლა გაიმართა, მიზნად ისახავდა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრობლემებისადმი საზოგადოების ინტერესის კიდევ უფრო გაღვივებას და ონკოლოგიური პაციენტების მდგომარეობის შემსუბუქებას.

ველორბოლა
ველორბოლა

მასალების გადაბეჭდვის წესი