ახალი ამბები

ცნობილი ფოტოგრაფი და ყოფილი ჟურნალისტები ‘ოცნების’ სიაში

4 სექტემბერი, 2012 • 1684
ცნობილი ფოტოგრაფი და ყოფილი ჟურნალისტები ‘ოცნების’ სიაში

“ოცნების” პარტიულ სიაში პოლიტიკოსების გარდა, წარმოდგენილნი არიან ყოფილი ჟურნალისტები, რომლებიც კოალიციის წევრი სუბიექტების პრეს-სპიკერის პოზიციაზე არიან დასაქმებულები.

მაგალითად, ანი მიროტაძე, სააგენტო “პირველის” ყოფილი გენერალური დირექტორი და ამჟამად “ეროვნული ფორუმის” პარტიული საქმიანობის დაგეგმარების ბიუროს ხელმძღვანელი ივანიშვილის საარჩევნო ბლოკის პარტიული სიის 30-ე ნომერია.

“ოცნების” სიაში 69-ე ნომერია ოთარ ჩრდილელი, ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც ამჟამად კახი კალაძისა და მისი “კალა-ფონდი”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსია.

კიდევ ერთი ყოფილი ჟურნალისტი – ვაკო ავალიანი “ოცნების” სიაში მე-80 ადგილზეა. მას შემდეგ, რაც ავალიანმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” დატოვა, ის ირაკლი ალასანიას პარტია “თავისუფალი დემოკრატების” პრეს-სამსახურის უფროსის პოზიციაზე საქმიანობს.

გაზეთ “რეზონანსის” ყოფილი ჟურნალისტია ელისო ჩაფიძე – “ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტყიბულში და პარტიული სიის 59-ე ნომერი.

ივანიშვილის საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში ყველაზე მეტი, 98 ადგილი პარტია “ქართული ოცნების” ქვოტით შეივსო. 20-20 სუბიექტი არის წარმომადგენელი პარტიებისა – “ეროვნული ფორუმი”, “თავისუფალი დემოკრატები” და “რეპუბლიკური პარტია”; 19 პირი წარმოადგენს “მრეწველებს”, 18 – “კონსერვატორებს” და მხოლოდ თითო-თითო – “ხალხის პარტიას”, “სოციალ-დემოკრატებსა” და “მწვანეებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი