ახალი ამბები

გამოკითხულთა, თითქმის, 50% მასწავლებელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს

13 მარტი, 2014 • • 1261
გამოკითხულთა, თითქმის, 50% მასწავლებელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს

კვლევის ერთ-ერთ კითხვაზე, “სანამ 18 წლის გახდებოდით, რამდენად ხშირად შეგმთხვევიათ ქვემოთ ჩამოთვლილ დებულებებში აღწერილი მოვლენები”, რესპონდეტების დიდი ნაწლი მასწავლებელთა მხრიდან ძალადობას ასახელებს. 

 

როგორც კვლევის ანალიზში წერია, რესპონდენტთა მონათხრობით, მო­ზარდობის პერიოდში განცდილ ძალადობის სხვადასხვა პრაქტიკას შორის შედარებით მეტადაა გავრცელებული სკოლაში მასწავლებლის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა (ყურის აწევა, თმის მოქაჩვა და სხვ.) და სახლში მშობლების მხრიდან ცემით დამუქრება (30%-ზე მეტი). 

 

ასევე, რესპონდენტების მონათხრობის მიხედვით, მოზარდობისას გარკვეული სიხშირით გამოუცდიათ ოჯახის წევრების მხრიდან ყვირილი, შეგინება, დაცინვა (დაახლოებით 40%­-ს), აგრეთვე, სილის გაწვნა, თმების მოქაჩვა და სხვ. (30%-­ზე მეტს).

 

კვლევის ავტორების თქმით, ძალადობის სხვადასხვა პრაქტიკაზე ღიად საუბარს, ანონიმურობის გარანტირების მიუხედავად, ადამიანები ჩვეულებრივ თავს არიდებენ და ბოლომდე გულწრფელი არ არიან. შესაბამისად, მათი განმარტებით, მოსალოდნელია, რომ ძალადობის სხვადასხვა პრაქტიკის რეალური სიხშირული განაწილება გამოკითხვის მაჩვენებლებს აღემატებოდეს.

 

აღნიშნული კვლევა (“კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში”) რაოდენობრივ და თვისობრივ მახასიათებლებს მოიცავდა. მასში მონაწილეობას 18 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეები იღებდნენ.


მასალების გადაბეჭდვის წესი