ახალი ამბები

ქართველების ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება რელიგიური რწმენისადმი

10 ივლისი, 2012 • • 1285
ქართველების ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება რელიგიური რწმენისადმი

კითხვაზე, რამდენად  მნიშვნელოვანია რელიგიური მრწამსი ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღებისას, გამოკითხულთა 2% პასუხობს, რომ უმნიშვნელოა, 14% ამბობს, რომ ნეიტრალურია,  0 %-ისთვის კი რელიგიურ მრწამსი საერთოდ უმნიშვნელოა.

 

მიხედავად იმისა, რომ ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში რელიგიურ მრწამსი მსგავსი მნიშვნელობა აქვს, რელიგიურ მსახურებას გამოკითხულები ან იშვიათად ესწრებიან, ან მხოლოდ განსაკუთრბეულ დღესასწაულებზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კითხვა დასმულია შემდეგი ფორმულირებით:

 

”განსაკუთრებული ღონისძიებების გარდა, როგორიცაა ქორწინება, ან გასვენება, რამდენად ხშირად ესწრებით რელიგიურ მსახურებას?”

 

27% ამბობს, რომ უფრო იშვიათად ესწრება, 23% – მხოლოდ განსაკუთრბეულ რელიგიურ დღესასწაულებზე, 13% – არასდროს, 13% – კვირაში ერთხელ, 5% – კვირაში ერთზე მეტჯერ, 1% – ყოველდღე.

 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299  ადამიანი გამოიკითხა   პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. 

 

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%. 

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida)და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

მასალების გადაბეჭდვის წესი