ახალი ამბები

შსს: ზუგდიდში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერება გაუვნებელყოფილია

4 მაისი, 2012 • 1112
შსს: ზუგდიდში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერება გაუვნებელყოფილია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომ კუდ-მა დააკავა პიროვნება, რომელიც რუსების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა და გადმოიტანა ზუგდიდში  ასაფეთქებელი ნივთიერება.

“ასაფეთქებელი ნივთიერება ამოღებულია და გაუვნებელყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმვის სამმართველოს მიერ”, – აცხადებენ შსს-ში.

ზუგდიდის პროკურატურასთან, სადაც შსს-ის ცნობით აღმოჩენილი იქნა ასაფეთქებელი ნივთიერება, დილიდანვე იმყოფება “ნეტგაზეთის” რეპორტიორი, თუმცა მას ადგილზე გადაღები საშუალება არ მისცეს: მას ჯერ წაართვეს კამერა, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს, თუმცა, ამის მიუხედევად, გადაღების უფლება მაინც არ მისცეს. “ნეტგაზეთის” რეპორტიორის თქმით, მას ჟურნალისტურ საქმინობაში ხელს უშლიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი ადამიანები. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ადგილზე მყოფ პირებს შორის ზუგდიდის კუდ-ის უფროსი რუსლან შამახია ამოიცნეს.

ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის შესახებ საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.

ამავე თემაზე:

ჟურნალისტებს ზუგდიდში კამერები წაართვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი