ტექნოლოგიები

ინოვაციური სათვალე Google-ისგან [Video]

26 აპრილი, 2012 • • 1513
ინოვაციური სათვალე Google-ისგან [Video]

Google-ი კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს თავაზობს მომხმარებლებს. ამჯერად კომპანიამ მრავალფუნქციური Google სათვალე გამოუშვა.

Sky News-ის ცნობით, Google სათვალის გამოყენებისას მომხმარებელს შეეძლება, ხმოვანი ბრძანების საშუალებით გააგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, მიიღოს და უპასუხოს ვიდეოზარები და გადაიღოს ფოტოსურათები.

სათვალე ასევე გზამკვლევი GPS-ის ფუნქციასაც ასრულებს და მომხმარებელს ნებისმიერ ადგილზე – ქუჩაში, მაღაზიასა, თუ სატრანსპორტო საშუალებაში ზუსტ ადგილმდებარეობას ატყობინებს.  

Google სათვალე ასევე,აჩვენებს ჰაერის ტემპერატურას, ამინდის მოსალოდნელ ცვლილებასა და  ზუსტ დროს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი