ახალი ამბები

ილია მეორე პუტინს ულოცავს

13 მარტი, 2012 • 1263
ილია მეორე პუტინს ულოცავს

საქართველოს პატრიარქი ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს:

“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! მიიღეთ ჩვენი მილოცვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მაღალ თანამდებობაზე თქვენს არჩევასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, თქვენი დიდი გამოცდილება ხელს შეუწყობს მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცებას თქვენს სახელმწიფოში.

რუსები და ქართველები – ერთმორწმუნე ერებია, რაც გვაახლოვებს, მაგრამ ვერც საქართველო და ვერც ჩვენი ეკლესია ვერასდროს შეეგუება ჩვენი სამშობლოს წიაღიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოწყვეტას. თუმცა, ვფიქრობთ, ყველა სირთულის მიუხედავად, რუსეთსა და საქართველოს შორის სავსებით შესაძლებელია კეთილი ურთიერთობების აღდგენა, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი იზეიმებს ისტორიული სამართლიანობა.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამყარდება, მაგრამ კარგი იქნება, რომ ეს თქვენი მმართველობის პერიოდში მოხდეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენს ქვეყანას კი – შემდგომ აყვავებას”, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ილია მეორე აწერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი