ახალი ამბები

სწავლის პროცესი თბილისის ბაღებშიც შეჩერდება

8 თებერვალი, 2012 • 1105
სწავლის პროცესი თბილისის ბაღებშიც შეჩერდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, უამინდობის გამო თბილისის ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლის პროცესი ხვალიდან 13 თებერვლამდე შეწყდება.


მერიის ინფორმაციითვე, უხვი ნალექის  მოსვლის გამო, თბილისში, პირველ რიგში, ცენტრალური ქუჩები გაიწმინდა, დასუფთავების სამსახური ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ქალაქის ყველა გზაზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს, ტექნიკურ მარილს ყრის. ამ წუთებში სპეციალური ტექნიკით გზებიდან თოვლის გაწმენდა,  ცენტრალურის გარდა, გარეუბნებშიც მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი