ახალი ამბები

პატრიარქის ექიმი: “იმდენად კარგი მდგომარეობაა, აღფრთოვანებულები ვართ”

5 თებერვალი, 2012 • 1631
პატრიარქის ექიმი: “იმდენად კარგი მდგომარეობაა, აღფრთოვანებულები ვართ”

პატრიარქის ექიმი, ცისანა შარტავა, რომელიც პატრიარქს გერმანიაში გეგმიური გამოკვლევებისთვის თან ახლდა, ამბობს, რომ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია.

“გამოკვლევები ჩატარდა, არაჩვეულებრივია შედეგებია. იქაური ექიმებიც და ჩვენც აღფრთოვანებულები ვართ ამ შედეგებით. ისინიც ვერ მალავდნენ სიხარულს, იმდენად კარგი მდგომარეობაა იმ პროცედურების შემდეგ, რომელიც 4 წლის წინ იმავე კლინიკაში ჩატარდა,”-ამბობს პატრიარქის ექიმი, ცისანა შარტავა.

ილია მეორე საქართველოში გერმანიიდან ორკვირიანი სამედიცნო გამოკვლევების შემდეგ, დღეს, 5 თებერვალს, დაბრუნდა. აეროპორტში მას მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ.

“ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც შევხვდი ექიმებს, რომლებმაც მომცეს იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება,”-განუცხადა პატრიარქმა მრევლს.

მასალების გადაბეჭდვის წესი