ახალი ამბები

ცხოველებს ახალი ვირუსი აღმოუჩინეს

1 თებერვალი, 2012 • 950
ცხოველებს ახალი ვირუსი აღმოუჩინეს

აღმოსავლეთ საფრანგეთში, ლორენის რეგიონში, ცხოველებს ახალი ვირუსი აღმოუჩინეს.

დაავადებას მეცნიერებმა “შმალენბერგის ვირუსი” უწოდეს. თავდაპირველად ახალი ტიპის დაავადება ძროხებს შეეყარათ, რის შემდეგაც მათი რძე გამოუსადეგარი გახდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ვირუსი აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და არა მხოლოდ ძროხებს, ცხვრებს და თხებსაც აღმოაჩნდათ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი მწერებს გადააქვთ. დაავადებული ცხოველები საკვებს აღარ ეკარებიან, შობადობის შემთხვევაში კი დაავადებულია ნაშიერიც.

მეცნიერები ვირუსის გააქტიურებას თებერვლის და მარტის თვეებში ვარაუდობენ და საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ.

ამ დროისთვის ყველაზე მეტი შემთხვევა გერმანიაში, ნიდერლანდებში და ბელგიაშია დაფიქსირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი