ახალი ამბები

ბაზარი განახლებულ აღმაშენებელზე [VIDEO]

22 იანვარი, 2012 • 1033
ბაზარი განახლებულ აღმაშენებელზე [VIDEO]

თბილისის მერიის პროექტი ”იაფი პროდუქტი ჩვენს უბანში” დღეს აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე, მეტრო მარჯანიშვილთან მოეწყო.

ბაზარზე ბოსტნეული, ხორცი, ბურღულეული, ხილი და ტკბილეული, როგორც მყიდველებმა აღნიშნეს, აგრარულ ბაზრებთან და მაღაზიებთან შედარებით, იაფ ფასებში, 10-30 % -ით ნაკლებად შეიძინეს.

”მაგალითად, ერთი შეკვრა კვერცი 2 ლარად 30 თეთრად შევიძინე. მაღაზიებში 3-ად ვყიდულობ. ხორცი აქ 11 ღირს, სხვაგან -14 ლარი, ”-ამბობს ერთ ერთი მყიდველი.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ხორცი ბაზარში, ყოველ დილით სასაკლაოდან შემოწმებული სახით შედის.

გარდა ამისა, მათი თქმით, ბაზარზე ქართული პროდუქციაა წარმოდგენილი.

ბაზრობა ყოველ კვირას, დილის ცხრა საათიდან საღამოს ხუთ საათამდე, გლდანი-ნაძალადევის, ვაკე-საბურთალოს,  დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორისა და ძველი თბილისის რაიონებში იმუშავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი