2012.08.26

ივანიშვილი და ბაქრაძე ერთმანეთს ცაგერის ეკლესიაში შეხვდნენ

ბიძინა ივანიშვილი, არჩევნები 2012, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,

ივანიშვილისა და ბაქრაძის შეხვედრა

ივანიშვილისა და ბაქრაძის შეხვედრა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და "ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი დღეს ერთმანეთს ცაგერის წმ. მაქსიმეს სახელობის ტაძარში შეხვდნენ.

კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ხელი ჩამოართვა, ხოლო ეკლესიიდან გამოსულმა იხუმრა:

“ძალიან გამიხარდა ბაქრაძეს ხელი რომ ჩამოვართვი, დღეს ხელს აღარ დავიბან”.

"დღეს რელიგიური დღეა, ამიტომ არანაირი პოლიტიკური შეხვედრები დღეს არ გვექნება", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ცაგერში დღეს მაქსიმობის დღესასწაული აღინიშნება.