გოგა გომიაშვილის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, "ტოიოტა - საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტის, გოგა გომიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115–ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის სალომე მახარაძის განმატებით, ამ მომენტისათვვის გვამი პროზექტურაშია გადატანილი და მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.
გოგა გომიაშვილის ცხედარი მის სახლში, ტაბიძის 35 ნომერში დღეს აღმოაჩინეს. პირველადი ცნობებით, გოგა გომიაშვილმა თავი მოიკლა.
გოგა გომიაშვილი 2004-05 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, როდესაც ამ უწყებას სალომე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობდა. გომიაშვილი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც პარლამენტართა ჯგუფმა "ნაციონალური მოძრაობიდან“ უარი განაცხადა, მხარი დაეჭირა მის კანდიდატურისთვის საქართველოს ელჩის თანამდებობაზე შვეიცარიაში.

კომენტარი