22% პრეზიდენტად "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ასახელებს, ხოლო 20% – ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს
არჩევნები 2012, NDI-ს კვლევა,იმ რესპოდენტებიდან, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ, NDI-ის შეკითხვაზე, ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, გამოკითხულთა 22% "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ასახელებს, ხოლო 20% – ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს.
იმის მიუხედავად , რომ მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციის თანახმად აღარ აქვს უფლება, მესამე ვადით იყაროს კენჭი პრეზიდნეტის პოსტზე, რესპოდენტთა 6%–მა ის მაინც დაასახალა სასურველ პრეზიდენტად.
4%–მა საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად ქდმ–ის ლიდერი გიორგი თარგამაძე ისურვა, 3% პასუხობს, რომ არც ერთ კანდიდატს დაუჭერდა მხარს.
NDI-ის კვლევის “საზოგადოების განწყობა საქართველოში” საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან - 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299 ადამიანი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida)და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

კომენტარი