2012.07.16

"ნაციონალურ მოძრაობის" რეიტინგმა დაიკლო 11%–ით, “ქართულ ოცნების” რეიტინგმა მოიმატა 8%–ით

არჩევნები 2012,

აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, მხოლოდ მათგან, ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, 36% ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა, ხოლო კოალიცია “ქართულ ოცნებას” – 18 %. 22%- ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს და ამბობს– "არ ვიცი". 

გამოკითხულთა მხოლოდ 3%  მისცემდა ხმას"ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას", ხოლო 1 % - სხვა ოპოზიციას. სხვა ოპოზიცია მოიცავს შემდეგი პარტიების ჯამს: ლეიბორისტული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველო,
ახალი მემარჯვენეები, ქართული დასი, თავისუფალი საქართველო, ეროვნულ– დემოკრატიული პარტია, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, თეთრები, ევროპელი დემოკრატები და საქართველოს დემოკრატიული პარტია. რესპოდენტთა 16 %–მა კი  პასუხზე უარი განაცხადა.


თებერვლის მონაცემებთან შედარებით “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგმა 11%–ით დაიწია, ხოლო კოალიცია “ქართული ოცნების” რეიტინგმა 8%–ით მოიმატა. კერძოდ, თებერვალში NDI -ის ჩატარებული კვლევის მიხედვით მმართველი პარტიის რეიტინგი იყო 47%, ხოლო კოალიცია “ქართული ოცნების” რეიტინგი– 10%.    


NDI-ის კვლევის “საზოგადოების განწყობა საქართველოში” საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან - 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299 ადამიანი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.


კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.


NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida)და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).